Lumex logo

LumeX

ტერმინთა განმარტებები

„Lumex", „კომპანია"
— შპს „Lumex საქართველო", აპლიკაციისა და პლატფორმის მფლობელი და ოპერატორი.
„აპლიკაცია", „პლატფორმა", „Lumex App"
— „Lumex"-ის მობილური აპები (მშობლისა და შვილის), ვებ-სერვისები და დაკავშირებული პროგრამული უზრუნველყოფა.
„წესები და პირობები", „Terms & Conditions"
— წინამდებარე დოკუმენტი, მისი დანართები და შემდგომი განახლებები.
„კონფიდენციალურობის პოლიტიკა", „Privacy Policy"
— დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს პერსონალური მონაცემების დამუშავებას „Lumex"-ში.
„მომხმარებელი", „User"
— ნებისმიერი პირი, რომელიც იყენებს აპლიკაციას (მშობელი ან შვილი).
„მშობელი", „Parent User"
— სრულწლოვანი მომხმარებელი, რომელიც ქმნის ანგარიშს, ყიდულობს გამოწერას, ამატებს/მართავს შვილ(ებ)ის პროფილებს და იღებს გადაწყვეტილებას SOS-ზე რეაგირების შესახებ.
„არასრულწლოვანი", „Child User"
— მშობლის მიერ დამატებული ბავშვი, რომელიც აპში იყენებს მხოლოდ SOS ფუნქციას და Log out-ს.
„ანგარიში", „Account"
— მომხმარებლის პროფილი აპში (მშობლის ან შვილის).
„გამოწერა", „Subscription"
— ფასიანი პაკეტი, რომელიც იძლევა აპის სრულ ფუნქციონალს მშობლისთვის მითითებული ვადით.
„პაკეტი", „Plan/Package"
— გამოწერის ტიპი შვილების რაოდენობისა და ვადის მიხედვით (მაგ., 1/2/3 შვილი; 1 თვე / 6 თვე).
„ბილინგის ციკლი", „Billing Cycle"
— პერიოდი, რომელზეც ხდება გამოწერის წინასწარი გადახდა (თვიური ან 6-თვიანი).
„ავტომატური განახლება", „Auto-Renewal"
— გამოწერის ავტომატურად გაგრძელება ბილინგის ციკლის დასრულებისას, გაუქმებამდე.
„გრეის პერიოდი", „Grace Period"
— 72-საათიანი საშეღავათო ვადა გადახდის ჩავარდნის შემდეგ, რომლის მიმდინარეობისას მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა დაარეგულიროს დავალიანება მომსახურების სრული დაბლოკვამდე.
„გადახდის მეთოდი", „Payment Method"
— ბარათი ან სხვა უქეშო საშუალება, რომელიც გამოიყენება გამოწერასა და SOS-საფასურზე.
„SOS სიგნალი", „SOS Request/Call"
— შვილის მიერ აპში გაგზავნილი დახმარების მოთხოვნა, რომელიც შეიცავს ლოკაციას და იგზავნება მშობელთან/ოპერატორთან.
„ოპერატორი", „Operator"
— დანიშნული სუბიექტი/პირები, რომლებიც იღებენ, ამუშავებენ და ასრულებენ SOS გამოძახებებს ადმინისტრაციულ პანელში.
„რეაგირების ჯგუფი", „Response Team / Security Police"
— მესამე მხარის უსაფრთხოების/დაცვის ეკიპაჟი, რომელიც იგზავნება დადასტურებული SOS-ის შემთხვევაში.
„გამოძახების დისპეჩერიზაცია", „Dispatch"
— ოპერატორის მიერ რეაგირების ჯგუფის გაგზავნის დაწყება.
„Resolved სტატუსი", „Resolved Status"
— ოპერატორის მიერ ინციდენტის დასრულებად მონიშვნა, რის შემდეგაც დგება SOS-საფასურის ჩამოჭრის საფუძველი.
„ადმინისტრაციული პანელი", „Admin Panel"
— ოპერატორის სისტემური ინტერფეისი SOS მოთხოვნების მისაღებად/დასამუშავებლად (Accept/Reject/Resolved) და ლოგირებისთვის.
„ლოგები", „Logs"
— სისტემური ჩანაწერები ქმედებების, დროთა და სტატუსების შესახებ უსაფრთხოების და ინციდენტების მართვის მიზნით.
„ლოკაციის მონაცემები", „Location Data"
— მოწყობილობის გეოლოკაცია, რომელიც მუშავდება SOS პროცესში.
„ხმის წვდომა/ჩაწერა", „Audio Access/Recording"
— მოწყობილობის ხმაზე წვდომა SOS ფუნქციონალისთვის, თუ ეს განისაზღვრება პროდუქტით.
„Push შეტყობინება", „Push Notification"
— აპის საშუალებით გაგზავნილი შეტყობინება მომხმარებლის მოწყობილობაზე.
„OTP / SMS კოდი"
— ერთჯერადი 6-ნიშნა კოდი, რომელიც გამოიყენება ნომრის ვერიფიკაციისა და ავტორიზაციისთვის.
„აქტიური/არაქტიური სტატუსი", „Active/Inactive"
— შვილის პროფილის მდგომარეობა პაკეტის ლიმიტისა და მშობლის არჩევანის შესაბამისად.
„დაუნგრეიდი/აფგრეიდი", „Downgrade/Upgrade"
— პაკეტის შემცირება/გაფართოება შვილების ლიმიტისა ან ვადის მიხედვით.
„მესამე მხარის სერვისი", „Third-Party Service"
— სერვისი, რომელიც „Lumex"-ის პირდაპირ კონტროლს გარეთაა (მაგ., დაცვის ეკიპაჟი, Apple/Google გადახდები).
„ფორს-მაჟორი", „Force Majeure"
— გარემოებები, რომლებიც მხარეთა გონივრულ კონტროლს სცდება და ზემოქმედებს სერვისზე (ბუნებრივი კატასტროფა, ომი, მასიური ავარია და სხვ.).

TAB 1

1. ზოგადი ინფორმაცია

1.1. სერვისის აღწერა

Lumex („პლატფორმა", „აპლიკაცია") წარმოადგენს არასრულწლოვანთა უსაფრთხოების ელექტრონულ სერვისს, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის ლოკაციის გაზიარებას, SOS შეტყობინების გაგზავნის შესაძლებლობას და მშობლის მიერ შესაბამის რეაგირებას.

აპლიკაციის გამოყენების მიზანია ბავშვის უსაფრთხოების ხელშეწყობა და მისთვის მხარდაჭერის უზრუნველყოფა კრიტიკული სიტუაციების შემთხვევაში.

1.2. მომხმარებლის კატეგორიები

მშობელი („Parent User")

მშობელი არის აპლიკაციის ძირითადი მომხმარებელი, რომელიც:

არასრულწლოვანი („Child User")

არასრულწლოვანი რეგისტრირდება მხოლოდ მშობლის მიერ და იყენებს აპს მხოლოდ შემდეგი მიზნით:

ბავშვს არ აქვს წვდომა წინა SOS ისტორიის ან სხვა მართვის ფუნქციებზე.

1.3. აპლიკაციის მოდულები და ძირითადი გამოყენების პროცესები

მშობლის აპლიკაციის ფუნქციონალი

მშობლის აპში ხელმისაწვდომია შემდეგი ფუნქციები:

შვილის აპლიკაციის ფუნქციონალი

შვილის აპი მკაცრად შეზღუდული ფუნქციურობითაა:

საწყისი ეკრანები (Welcome Flow)

აპლიკაციის პირველი ჩართვისას მომხმარებელი ხედავს:

1.5. მნიშვნელოვანი დათქმები

TAB 2

2. რეგისტრაცია, ავტორიზაცია და გამოწერის პირობები

2.1. მშობლის რეგისტრაცია

მშობელი რეგისტრირდება Lumex აპლიკაციაში საკუთარი მონაცემების შეყვანით. რეგისტრაცია წარმოადგენს სავალდებულო ეტაპს სერვისის გამოყენებისთვის და მოიცავს შემდეგ ველებს:

ტელეფონის ნომერი დადასტურებულია SMS-ით გაგზავნილი 6-ნიშნა ერთჯერადი კოდით, რომელიც მოქმედებს 5 წუთის განმავლობაში, გადაგზავნის შესაძლებლობით 1 წუთში ერთხელ.

მნიშვნელოვანია: რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მშობელი ვალდებულია შეიძინოს ერთ-ერთი პაკეტი, რათა შეძლოს შვილების დამატება და სრული ფუნქციონალის გამოყენება.


2.2. ავტორიზაცია (Login)

ავტორიზაცია ხორციელდება მხოლოდ ტელეფონის ნომრით და SMS კოდით. აპლიკაციაში პაროლი არ გამოიყენება.

ავტორიზაციის წესები:

ცალკეული პირობები

შვილის მიერ შეცდომის შემთხვევაში: „თქვენი ნომერი არ მოიძებნა სისტემაში. გთხოვთ გადაამოწმოთ მშობლის მიერ შეყვანილი ნომერი".


2.3. გამოწერის შეძენა

რეგისტრაციის შემდეგ მშობელი ვალდებულია აირჩიოს ერთ-ერთი პაკეტი, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება შვილ(ებ)ის რაოდენობა და მომსახურების ვადა.

ხელმისაწვდომი პაკეტები:

პაკეტი1 თვე6 თვე
1 შვილი20₾60₾
2 შვილი37₾222₾
3 შვილი55₾330₾

👉 ერთჯერადი საფასური დაცვის ეკიპაჟის გამოძახებაზე: 33₾

გადახდა განიხილება როგორც დასრულებული მომსახურების შეძენა და არ ბრუნდება, გარდა პოლიტიკაში განსაზღვრული გამონაკლისებისა.

გადახდის დასრულებისთანავე მომხმარებელს ეგზავნება SMS დადასტურება:

„თქვენი ბარათიდან ჩამოგეჭრათ [თანხა] ლარი Lumex აპლიკაციის გამოწერისთვის. შემდეგი გადახდის თარიღია [თარიღი]".

❗ თუ რეგისტრაციის შემდეგ მშობელმა არ შეიძინა პაკეტი, მაინც შეძლებს ავტორიზაციას, თუმცა ავტომატურად გადავა პაკეტების ასარჩევ გვერდზე.


2.4. გამოწერის განახლება და ცვლილება

მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს შეცვალოს პაკეტი (განახლება/დაქვეითება) ან გადახდის სიხშირე (1 თვე ↔ 6 თვე).

ცვლილებისას წინა პაკეტი ანულირდება დაუყოვნებლივ და თანხა არ ანაზღაურდება.

იგზავნება შეტყობინება:

„ახალი პაკეტი გააქტიურდა. ახალი გადახდის თარიღია [თარიღი]".


2.5. ბარათის მართვა და ავტომატური განახლება


2.6. გამოწერის გაუქმება

მომხმარებელს ყოველთვიურად შეუძლია გამოწერის გაუქმება:

თუ გაუქმება მოხდა 10 აგვისტოს და გადახდა 1 აგვისტოს, წვდომა გაგრძელდება 31 აგვისტომდე.


2.7. პაკეტის არ შეძენის შემთხვევა

თუ რეგისტრაციის შემდეგ პაკეტი არ არის შეძენილი:

TAB 3

3. შვილის დამატება, მართვა და პაკეტის ლიმიტები

3.1. საერთო პრინციპი

მშობელი, რომელსაც აქვს აქტიური გამოწერა, უფლებამოსილია დაამატოს აპლიკაციაში შვილ(ებ)ი იმ რაოდენობით, რაც შეესაბამება მის არსებულ პაკეტს. მაქსიმალური რაოდენობა ერთ მშობელ მომხმარებელზე შეადგენს 3 შვილს.

შვილების პროფილების შექმნა და მართვა სრულად ხორციელდება მშობლის მიერ, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას მითითებული ინფორმაციის სიზუსტეზე.


3.2. შვილის პროფილის დამატება

შვილის დამატება ხელმისაწვდომია მხოლოდ აქტიური გამოწერის მქონე მომხმარებლისთვის.

მშობელს შეუძლია თითოეული შვილისთვის შეავსოს შემდეგი სავალდებულო ველები:

ველისავალდებულოშენიშვნა
სრული სახელი✔️ქართულ ან ლათინურ ფონტში
პირადი ნომერი✔️უნიკალური, არ მეორდება სისტემაში
დაბადების თარიღი✔️ფაქტობრივი
სქესი✔️Male / Female
ტელეფონის ნომერი✔️უნიკალური, აუცილებელია ავტორიზაციისთვის
ფოტოსურათი✔️გამოჩნდება პროფილში

აკრძალულია: ერთი და იგივე პირადი ნომრის ან ტელეფონის ნომრის გამოყენება ერთი ან რამდენიმე ანგარიშში, მათ შორის სხვადასხვა მშობელზე.

შვილის მონაცემების შენახვამდე მიმდინარეობს სისტემური ვალიდაცია. ვალიდაციის შემდეგ შვილის პროფილი ემატება მშობლის ანგარიშს და ხდება აქტიური.


3.3. პაკეტის ლიმიტი და კონტროლი

თუ ლიმიტი ამოწურულია, სისტემაში გამოდის შეტყობინება:

„თქვენ უკვე დაამატეთ პაკეტით განსაზღვრული მაქსიმალური რაოდენობის შვილი. ახალი შვილის დასამატებლად განაახლეთ პაკეტი."

მომხმარებელს შეუძლია:


3.4. შვილის მონაცემების რედაქტირება

მშობელს შეუძლია შეცვალოს ბავშვის მონაცემები, მათ შორის ტელეფონის ნომერი.

ტელეფონის ნომრის შეცვლის შემთხვევაში, თუ შვილი ამ დროს ავტორიზებულია საკუთარ აპში:

ცვლილებები ძალაში შედის მშობლის მიერ „შეინახე ცვლილებები" ღილაკზე დაჭერისთანავე.


3.5. შვილის პროფილის წაშლა

შვილის პროფილის წაშლა შესაძლებელია მშობლის მიერ ნებისმიერ დროს.

წაშლისას გამოდის დადასტურების ფანჯარა ტექსტით:

„ნამდვილად გსურთ შვილის წაშლა? მისი ყველა მონაცემი წაიშლება სისტემიდან."

წაშლის შემდეგ:


3.6. პაკეტის დაქვეითების (Downgrade) წესი

თუ მშობელი ცდილობს პაკეტის დაქვეითებას (მაგ. 3-შვილიანიდან 1-შვილიანზე), სანამ ცვლილება შესრულდება:


3.7. მშობლის მოვალეობა

მშობელი იღებს პასუხისმგებლობას:

TAB 4 .

4. SOS პროცესი, რეაგირება და ბილინგი

4.1. SOS სიგნალის გაგზავნა არასრულწლოვანის მიერ

4.1.1. არასრულწლოვანი მომხმარებელი („Child User") შეძლებს SOS სიგნალის გაგზავნას აპლიკაციაში არსებული სპეციალური ღილაკის („SOS") საშუალებით. SOS ღილაკის გააქტიურება წარმოადგენს დახმარების მოთხოვნის დაფიქსირებას.

4.1.2. SOS გაშვებისას:

4.1.3. SOS ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შვილის აპს მინიჭებულია საჭირო წვდომები:

4.1.4. წვდომების არარსებობის შემთხვევაში:


4.2. SOS მოთხოვნის მიღება და დამუშავება მშობლის მიერ

4.2.1. SOS მოთხოვნის მიღებისას მშობელი იღებს Push Notification-ს და SMS შეტყობინებებს (ძირითადი და სათადარიგო ნომერი).

4.2.2. მშობლის აპში ავტომატურად ჩნდება SOS-ის დეტალური ბარათი, რომელიც მოიცავს:

✅ „დავეხმაროთ" --- დახმარების მოთხოვნის გადაგზავნა ოპერატორთან ❌ „არ დავეხმაროთ" --- დახმარების გაუქმება.


4.3. SOS პროცესის გაგრძელება და შესაძლო შედეგები

4.3.1. მშობელი ადასტურებს („Approved by Parent")

4.3.2. მშობელი უარყოფს („Rejected by Parent")

4.3.3. მშობელი არ რეაგირებს 3 წუთის განმავლობაში


4.4. ოპერატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები

4.4.1. ყველა SOS თხოვნის სტატუსი (Accept / Reject / Resolved) განისაზღვრება ოპერატორის მიერ ადმინისტრულ პანელში.

4.4.2. ყველა ქმედება ლოგირდება უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.


4.5. SOS მომსახურების საფასური და ბილინგი

4.5.1. SOS გამოძახება წარმოადგენს ფასიან მომსახურებას. საფასური ავტომატურად იჭრება მომხმარებლის ბარათიდან მას შემდეგ, რაც ოპერატორი მიუთითებს ინციდენტს სტატუსით „Resolved".

4.5.2. თუ რეაგირების ჯგუფი ადგილზე მივიდა და ინციდენტი დაფიქსირდა, გადასახადი არ ექვემდებარება დაბრუნებას.

4.5.3. გადახდის ჩავარდნის შემთხვევაში:

4.5.4. Grace Period-ის ამოწურვის შემდეგ:

4.5.5. აპში ხელმისაწვდომია ღილაკი „გადაიხადე ახლა", რომელიც მომხმარებელს გადასცემს გადახდის გვერდზე.


4.6. დამატებითი დათქმები

4.6.1. SOS ფუნქციის ბოროტად გამოყენება (ყალბი გამოძახებები) წარმოადგენს წესების არსებით დარღვევას და შესაძლოა გამოიწვიოს ანგარიშის შეჩერება ან გაუქმება.

4.6.2. ყველა ფუნქცია და ქმედება რეკორდირდება სისტემაში უსაფრთხოების და ინციდენტების მართვის მიზნით.

TAB 5.

5. SOS გამოძახებების ისტორია

5.1. ისტორიის დანიშნულება

მშობლის აპში ხელმისაწვდომია სპეციალური განყოფილება --- „SOS ისტორია", რომელიც ასახავს ყველა დასრულებულ SOS გამოძახებას. ისტორიის გვერდი საშუალებას აძლევს მშობელს გადაამოწმოს:


5.2. ისტორიის ჩამონათვალი და წესები

5.2.1. ისტორიის გვერდი ასახავს მხოლოდ დასრულებულ SOS გამოძახებებს. აქტიური SOS თხოვნები გამოჩნდება მხოლოდ ჰოუმფეიჯზე.

5.2.2. ჩანაწერები სორტირდება ქრონოლოგიური პრინციპით --- უახლესი პირველ რიგში.

5.2.3. თითოეულ ჩანაწერს აქვს:


5.3. ფილტრაცია (Switcher Filter)

5.3.1. ისტორიის გვერდის ზედა ნაწილში განთავსებულია ფილტრი (Switcher), რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას ნახოს:


5.4. Accepted SOS --- ფრივიუ და დეტალები

5.4.1. Accepted ჩანაწერის ძირითადი ინფორმაცია:

5.4.2. Accepted ჩანაწერის დეტალური ნახვა:

დეტალური გვერდი აჩვენებს:


5.5. Rejected SOS --- ფრივიუ და დეტალები

5.5.1. Rejected ჩანაწერის ძირითადი ინფორმაცია:

5.5.2. Rejected ჩანაწერის დეტალური ნახვა:

დეტალური გვერდი აჩვენებს:


5.6. დამატებითი დათქმები

5.6.1. ყველა SOS ჩანაწერი სისტემაში სეივდება უსაფრთხოების, ანალიტიკისა და ინციდენტების მართვის მიზნით.

5.6.2. ჩანაწერების წაშლა ან რედაქტირება მომხმარებლის მხრიდან შეუძლებელია.

5.6.3. სისტემა შესაძლოა დროებით არ აჩვენებდეს ჩანაწერებს ტექნიკური სამუშაოების ან ქსელის შეფერხებების დროს; ეს არ წარმოადგენს სერვისის შეწყვეტადზე მოთხოვნის საფუძველს.

TAB 6. გადახდები -- პაკეტები, განახლებები და ჩავარდნის ლოგიკა

6.1. პაკეტების შეძენა

6.1.1. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მომხმარებელი ავტომატურად გადადის პაკეტების არჩევის გვერდზე.

6.1.2. ხელმისაწვდომი პაკეტებია:

6.1.3. თითოეულ პაკეტს აქვს არჩევანი:

6.1.4. გადახდა ხორციელდება მომენტალურად და აქტივირდება დაუყოვნებლივ.

6.1.5. წარმატებული გადახდის შემდეგ:


6.2. პაკეტის განახლება / ცვლილება

6.2.1. მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს შეცვალოს პაკეტი ან განაახლოს იგი.

6.2.2. განახლება შესაძლებელია:

6.2.3. ლიმიტის ამოწურვისას სისტემა გამოყოფს შეტყობინებას:

„თქვენ უკვე გამოიყენეთ პაკეტით განსაზღვრული ლიმიტი. მეტი შვილის დასამატებლად განაახლეთ პაკეტი."

CTA: „განაახლე პაკეტი"

6.2.4. ცვლილების პირობები:

6.2.5. მომხმარებლისთვის სავალდებულო განთავსებული ტექსტი:

„ახალი პაკეტის არჩევისას წინა პაკეტის ღირებულება არ ანაზღაურდება და ავტომატურად ჩამოგეჭრებათ ახალი პაკეტის ფასი."


6.3. ავტომატური განახლება (Auto-Renewal)

6.3.1. ყველა გამოწერა ავტომატურად განახლდება გადახდის ვადის დასრულებისას, თუ მომხმარებელი არ გააუქმებს.

6.3.2. პირველი გადახდისას გამოყენებული ბარათი ინახება სისტემაში.

6.3.3. მომხმარებელს შეუძლია დაამატოს ახალი ბარათი, თუმცა არსებული ბარათის წაშლა შეუძლებელია.

6.3.4. ბარათი გამოიყენება:


6.4. გამოწერის გაუქმება

6.4.1. გაუქმების შემთხვევაში მომხმარებელი ინარჩუნებს წვდომას იმ ვადამდე, რაც უკვე სრულად არის გადახდილი.

6.4.2. მაგალითი: გადახდა შესრულდა 1 აგვისტოს; გაუქმება მოხდა 3 აგვისტოს --- წვდომა მოქმედებს 31 აგვისტოს ჩათვლით.

6.4.3. ხელახალი გამოწერისას იწყება ახალი ბილინგის ციკლი ახალი დღიდან.


6.5. გადახდის ჩავარდნის ლოგიკა

გადახდის ჩავარდნა შესაძლებელია:

6.5.1. ჩავარდნისას მოქმედებები:

  1. სისტემა ვერ ახერხებს თანხის ჩამოჭრას → იგზავნება Push Notification: „გადახდა ვერ შესრულდა -- გთხოვთ, შეავსოთ ბარათი"

  2. იგზავნება SMS შეტყობინება 3-ჯერ:

  3. 72 საათით ადრე

  4. 48 საათით ადრე

  5. 24 საათით ადრე

6.5.2. Grace Period (საჯეთო/საშეღავათო პერიოდი)

მომხმარებელს ეძლევა 72 საათი გადასახდელად.

6.5.3. Grace Period-ის ამოწურვის შემდეგ:

6.5.4. მშობლის აპში ჩანს შეტყობინება:

„ვერ განახლდა გამოწერა -- ბარათზე თანხა არ არის"

CTA: „გადაიხადე ახლა"


6.6. დამატებითი დათქმები

6.6.1. გადახდის აღდგენა არ გულისხმობს წინა ჩავარდნილი პერიოდის ანაზღაურებას.

6.6.2. გადახდის ჩავარდნისას სერვისის შეზღუდვა არ წარმოადგენს თანხის დაბრუნების საფუძველს.

✅ თანხმობისა და სამართლებრივი ძალის მუხლი

(Consent and Legal Effect Clause)

თანხმობა წესებთან და პირობებთან

Lumex აპლიკაციის გამოყენებით, ანგარიშის შექმნის, ავტორიზაციის ან „ვეთანხმები" („I Agree") ღილაკზე დაჭერის გზით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:

მომხმარებელი ასევე ადასტურებს, რომ:

თუ მომხმარებელი არ ეთანხმება წესებსა და პირობებს, იგი ვალდებულია: დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აპლიკაციის გამოყენება და წაშალოს აპლიკაცია მოწყობილობიდან.

არასრულწლოვნის მიერ აპის გამოყენება დაშვებულია მხოლოდ მშობლის მიერ შექმნილი და მართვადი პროფილით; შესაბამისად, მშობელი სრულად პასუხისმგებელია არასრულწლოვნის ქმედებებზე, თანხმობებზე და აპში განხორციელებულ ყველა მოქმედებაზე.

მომხმარებელი ადასტურებს, რომ შეუძლია:

Lumex იტოვებს უფლებას საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი მონაცემების დადასტურება ან დამატებითი ინფორმაციის მიწოდება, რათა უზრუნველყოს სერვისის უსაფრთხოება, კანონიერება და რეალური იდენტიფიკაცია.

წინამდებარე დოკუმენტი ძალაში რჩება მომხმარებლის აპის გამოყენების მთელ პერიოდზე; პირობების გაგრძელება ან მოტივატორების შეცვლა არ ზღუდავს Lumex-ის უფლებებს, მითითებულს კანონითა და წინამდებარე დოკუმენტით.

✅ მუდმივი მოქმედება და განახლებებთან თანხმობა

Lumex უფლებამოსილია წარადგინოს, განაახლოს ან შეცვალოს წინამდებარე წესები და პირობები ნებისმიერ დროს მომსახურების გაუმჯობესების, უსაფრთხოების გაძლიერების ან კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის მიზნით.

განახლებული პირობები ძალაში შედის მათი გამოქვეყნებისთანავე Lumex-ის ოფიციალურ არხებზე (მობილურ აპში, ვებგვერდზე ან Push Notification-ის მეშვეობით), თუ სხვა ვადა პირდაპირ არ არის მითითებული.

აპის გამოყენების გაგრძელება განახლების გამოქვეყნების შემდეგ ავტომატურად ნიშნავს მომხმარებლის თანხმობას განახლებულ პირობებზე.

ეს მოიცავს:

თუ მომხმარებელი არ ეთანხმება განახლებულ პირობებს, იგი ვალდებულია:

მომხმარებელი ადასტურებს და თანხმდება, რომ:

მომხმარებელი ასევე მოვლენილ ობიექტურად ინფორმირებულად და შეთანხმებულად მიიჩნევა იმ შემთხვევაშიც, თუ განახლება მიიღებს სავალდებულო ცნობის ფორმას (notification requirement), როგორიცაა:

უსაფრთხოების კრიტიკული განახლება შეიძლება ამოქმედდეს დაუყოვნებლივ, წინასწარი შეტყობინების გარეშე, თუ საჭიროებაა დაუყოვნებლივი რეაგირების.

TAB 7 -- Lumex-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა

Lumex LLC („Lumex", „ჩვენ", „ჩვენი") პატივს სცემს მომხმარებელთა კონფიდენციალურობას და იცავს პერსონალურ მონაცემებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა მოიცავს წესებს, რომლებიც არეგულირებს პერსონალური მონაცემების შეგროვებას, გამოყენებას, შენახვას, გაზიარებასა და დაცვის ზომებს Lumex-ის მობილურ აპლიკაციებში (მშობლის და შვილის აპები), ვებგვერდებსა და სხვა დაკავშირებულ სერვისებში („სერვისები").

სერვისების გამოყენებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე პოლიტიკას. არასრულწლოვანთა შემთხვევაში თანხმობას იძლევა მშობელი. Lumex უფლებამოსილია განაახლოს ეს პოლიტიკა; ცვლილებები ძალაში შევა შესაბამისი შეტყობინების შემდეგ.


7.1. რა მონაცემებს ვაგროვებთ

Lumex აგროვებს მხოლოდ იმ ოდენობის და ტიპის ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია სერვისის უსაფრთხოდ და ეფექტურად ფუნქციონირებისთვის.

A) მომხმარებლის მიერ მოწოდებული მონაცემები

B) ავტომატურად შეგროვებული მონაცემები

C) მესამე მხარეებისგან მიღებული მონაცემები

Lumex არასოდეს აგროვებს მონაცემებს არასრულწლოვანისგან პირდაპირ --- ბავშვთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას აწვდის და აკონტროლებს მშობელი.


7.2. როგორ ვიყენებთ მონაცემებს

მონაცემების დამუშავება ხდება შემდეგი კანონიერი საფუძვლებით: კონტრაქტის შესრულება, თანხმობა, ლეგიტიმური ინტერესი, იურიდიული ვალდებულება.

ძირითადი მიზნები:

არასრულწლოვნებზე არასოდეს გამოიყენება მარკეტინგი.


7.3. მონაცემების გაზიარება

Lumex არ ყიდის პერსონალურ მონაცემებს. გაზიარება ხდება მხოლოდ აუცილებლობის ფარგლებში:

შეიძლება მოხდეს გაზიარება:


7.4. მონაცემების უსაფრთხოება და შენახვა

Lumex იყენებს ინდუსტრიულ უსაფრთხოების სტანდარტებს:

შენახვის ვადები


7.5. მომხმარებლის უფლებები

მომხმარებელს აქვს უფლებები:

მოთხოვნები იგზავნება: privacy@lumex.ge


7.6. საერთაშორისო ტრანსფერები

თუ მონაცემი მუშავდება ევროკავშირის სერვერებზე, გამოიყენება:


7.7. არასრულწლოვანთა მონაცემების დაცვა


7.8. მონაცემების დარღვევის შეტყობინება

Lumex ვალდებულია:


7.9. ბმულები მესამე მხარეებზე

Lumex არ არის პასუხისმგებელი მესამე მხარეების კონტენტზე და მათი კონფიდენციალურობის პოლიტიკებზე.


7.10. Cookies და Tracking

გამოიყენება:

მომხმარებელს შეუძლია მართოს პრეფერენციები ბრაუზერის პარამეტრებიდან.


7.11. მონაცემების მინიმიზაციის პრინციპი

ვაგროვებთ მხოლოდ იმ მონაცემს, რომელიც აუცილებელია სერვისის მიწოდებისთვის. არ ხდება მონაცემების გამოყენება სხვა მიზნებისთვის დამატებითი თანხმობის გარეშე.


7.12. ანგარიშის წაშლა

მომხმარებელი შეუძლია წაშალოს:

წაშლა სრულდება 30 დღეში, გარდა იურიდიული ვალდებულებების.


7.13. დავების გადაწყვეტა (EU/UK მომხმარებლებისთვის)


7.14. წვდომადობა

Lumex უზრუნველყოფს ინფორმაციას ქართულ და ინგლისურ ენებს, ასევე WCAG 2.1 სტანდარტებთან შესაბამისობას.


7.15. ავტომატური გადაწყვეტილებების მიღება (AI)

AI შესაძლოა გამოიყენებოდეს:

არ ხდება გადაწყვეტილებების მიღება ადამიანური ჩარევის გარეშე, სადაც არსებობს მნიშვნელოვანი სამართლებრივი გავლენა.


7.16. საგანგებო მონაცემების გაზიარება (SOS)

SOS-ის აქტივაციისას ზიარდება:

გაზიარება ხდება:


7.17. გადახდის და ბილინგის მონაცემები


7.18. ვერიფიკაცია და შესვლა


7.19. მდებარეობის სპეციფიკა

მდებარეობა გამოიყენება მხოლოდ:

არ გამოიყენება მარკეტინგისთვის.


7.20. სარეზერვო კონტაქტები

სათადარიგო კონტაქტის დამატებით მშობელი ადასტურებს მის თანხმობას. კონტაქტს შეუძლია მოითხოვოს საკუთარი მონაცემების წაშლა.


7.21. შეცდომებისა და მხარდაჭერის პროცედურები

მომხმარებლის მხარდაჭერა ხორციელდება:

პასუხის დრო --- 24 საათი.


7.22. საკონტაქტო ინფორმაცია

კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული საკითხები: privacy@lumex.ge

TAB 8.

თანხის დაბრუნების წესები (Refund Policy)

დოკუმენტის ვერსია: 1.1 ძალაში შესვლის თარიღი: 24 ოქტომბერი, 2025 ბოლო განახლება: 24 ოქტომბერი, 2025, 08:55 +04 ვრცელდება: Lumex მობილური აპის (iOS/Android) ყველა მომხმარებელზე, რომელიც იყენებს მშობლისა და შვილის უსაფრთხოების სერვისებს, მათ შორის გამოწერებსა და SOS გამოძახებებზე. გამომცემელი: შპს „Lumex საქართველო" კონტაქტი: info@lumex.ge ან აპლიკაციის დახმარების ცენტრი

წინამდებარე პოლიტიკა განსაზღვრავს თანხის დაბრუნების წესებს ლუმექსის აპლიკაციაში შესრულებული გადასახადებისათვის. აპლიკაციის გამოყენებით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით ამ წესებს.

წინამდებარე პოლიტიკა შეესაბამება საქართველოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობას და Apple/Google გადახდის პლატფორმების მოთხოვნებს.


1. ზოგადი პირობები

ლუმექსი უზრუნველყოფს ციფრულ და დაუყოვნებლივ ამოქმედებულ უსაფრთხოების სერვისებს. შესაბამისად, გადახდილი თანხების დაბრუნება ზოგადად არ ხდება, გარდა ქვემოთ მითითებული გამონაკლისებისა.

სერვისზე წვდომა მიიჩნევა დაწყებულად გადახდიდან ან გამოწერის აქტივაციიდან.

თანხის დაბრუნების მოთხოვნა უნდა გაკეთდეს 7 კალენდარული დღის განმავლობაში გადახდიდან ან პრობლემის წარმოშობიდან.

ყველა ტრანზაქცია ხორციელდება ლარში (GEL).


2. გამოწერის თანხის დაბრუნება

ლუმექსის სერვისი მუშაობს გამოწერის მოდელზე. გამოწერა საჭიროა, რომ მომხმარებელს ჰქონდეს სრული ფუნქციების წვდომა (პაკეტები 1--5 + ასაკის არასრულწლოვანისთვის).

პაკეტები თვიური ან 3 თვიანია, ავტომატურად განახლებადი. გამოწერა ავტომატურად განახლდება, სანამ მომხმარებელი არ გააუქმებს.

არ ხდება თანხის დაბრუნება:

გაუქმების მიუხედავად, მომხმარებელი ინარჩუნებს წვდომას გადახდილი პერიოდის ბოლომდე.

დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

Apple/Google გადახდები

Apple App Store-სა და Google Play-ში შესრულებული ტრანზაქციებზე დაბრუნების პროცესი მიმდინარეობს მათი პოლიტიკის მიხედვით.


3. SOS გამოძახებების საფასურის დაბრუნება

SOS გამოძახება არის ფასიანი მომსახურება და საფასური იჭრება მას შემდეგ, რაც რეაგირების ჯგუფი რეალურად გაიგზავნება და ინციდენტს მიენიჭება სტატუსი „Resolved".

არ ხდება თანხის დაბრუნება, თუ:

დაბრუნება ხდება, თუ:


4. გადახდის წარუმატებლობა და გრეის (საშეღავათო) პერიოდი („Grace Period")

გადახდის შემდგომი აღდგენა არ ემსახურება წინა წარუმატებელი პერიოდის დაბრუნებას.


5. ანგარიშის მართვა, ცვლილებები


6. SMS და შეტყობინებების ხარჯები

მომხმარებლის მობილური ოპერატორის SMS-საფასური არ ბრუნდება. ლუმექსის SMS/Push კომუნიკაცია შედის გამოწერის / SOS-ის ღირებულებაში და არ ექვემდებარება დაბრუნებას.


7. მესამე მხარის სერვისები

ლუმექსი უზრუნველყოფს SOS მოთხოვნის გადაგზავნას შესაბამისი დაცვისა სამსახურისთვის, თუმცა მესამე მხარის რეაგირებაზე პასუხისმგებლობა ეკუთვნის დაცვის სამსახურს.

ლუმექსის მხრიდან დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ თავისი მომსახურების ღირებულების ფარგლებში.


8. თაღლითობა და ბოროტად გამოყენება

თუ დაფიქსირდა თაღლითური ქცევა ან SOS ფუნქციის ბოროტად გამოყენება, ლუმექსს შეუძლია:


9. მოთხოვნის წარდგენა

მოთხოვნა შესაძლებელია:

📱 აპში: პროფილი → გადახდები / SOS ისტორია → საჩივარი/დაბრუნება 📧 ელ.ფოსტა: info@lumex.ge

საჭიროა:

განხილვის ვადა: 5 სამუშაო დღე დაბრუნების ვადა: 10 სამუშაო დღე დამტკიცების შემთხვევაში


10. ცვლილებები პოლიტიკაში

,,ლუმექსს" უფლება აქვს განაახლოს/შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე წესში წინასწარი შეტყობინებით. სერვისის გამოყენების გაგრძელება ნიშნავს განახლებულ წესებთან თანხმობას.


11. სამართალი

წინამდებარე სელი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. დავები განიხილება საქართველოს სასამართლოებში.

TAB 9 -- სერვისის ბუნება და გამოყენების შეზღუდვები

9.1. Lumex არ წარმოადგენს სახელმწიფო საგანგებო დახმარების სამსახურს (მაგ. 112) და არ ანაცვლებს პოლიციასთან, სასწრაფო სამედიცინო დახმარებასთან, სახანძრო სამსახურთან ან სხვა გადაუდებელ სამსახურთან პირდაპირ დაკავშირებას.

9.2. სერვისი განკუთვნილია როგორც დამხმარე / დამატებითი უსაფრთხოების ინსტრუმენტი.

9.3. კრიტიკულ ან სიცოცხლისთვის საშიშ სიტუაციებში მომხმარებელი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, პირდაპირ დაუკავშირდეს 112-ს ან შესაბამის საგანგებო სამსახურს, Lumex-ის გამოყენების პარალელურად ან მის ნაცვლად.

9.4. აპლიკაციის გამოყენება, მათ შორის SOS ფუნქციის გააქტიურება, არ ათავისუფლებს მშობელსა და/თუ არასრულწლოვანს კანონით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებებისგან, მათ შორის:


TAB 10 -- პასუხისმგებლობის შეზღუდვა

10.1. სერვისი „აპი", „პლატფორმა" და მისით შეთავაზებული ფუნქციები მომხმარებელს მიეწოდება ყოველგვარი დამატებითი გარანტიის გარეშე, თუ სხვაგვარად პირდაპირ არ არის აღნიშნული კანონით ან ცალკე წერილობითი შეთანხმებით.

10.2. Lumex არ იღებს პასუხისმგებლობას, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ: ა) ინტერნეტქსელის, მობილური ოპერატორის, მოწყობილობის, GPS სიგნალის, აპლიკაციის მაღაზიების (Apple/Google) ან სხვა ტექნიკური გარემოების ხარვეზებზე; ბ) ლოკაციის მონაცემების შესაძლო ცდომილებაზე, დაგვიანებაზე ან მიუწვდომლობაზე; გ) მესამე მხარის -- რეაგირების ჯგუფის, დაცვის სამსახურის, პოლიციის ან სხვა ორგანიზაციის ქმედებასა თუ უქმედებაზე; დ) მომხმარებლის მიერ წესებისა და პირობების, კონფიდენციალურობის პოლიტიკის ან მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით განხორციელებულ ქცევაზე.

10.3. მოქმედი კანონმდებლობით დასაშვებ მაქსიმუმამდე, Lumex-ის ნებისმიერი პასუხისმგებლობა (კონტრაქტული, დელიქტური ან სხვა) შემოიფარგლება იმ თანხების ჯამით, რომლებიც მომხმარებელმა გადაიხადა Lumex-ისთვის ბოლო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში (გამოწერისა და SOS მომსახურების საფასური).

10.4. Lumex არ ანაზღაურებს არაპირდაპირ, შუალედურ, თანმდევ, წყვეტით ან არაგათვლილ ზიანს, მათ შორის:

10.5. ზემოაღნიშნული შეზღუდვები არ ვრცელდება Lumex-ის განზრახ დანაშაულსა თუ მძიმე დაუდევრობაზე იმ მოცულობით, რამდენადაც ასეთი შეზღუდვა დაუშვებელია მოქმედი კანონმდებლობით.


TAB 11 -- მესამე მხარის სერვისები

11.1. SOS სერვისისა და რეაგირების ნაწილი ხორციელდება მესამე მხარის უსაფრთხოების/დაცვის სერვისის („რეაგირების ჯგუფი") მიერ, რომლებიც დამოუკიდებელი იურიდიული პირები არიან და არ წარმოადგენენ Lumex-ის სტრუქტურულ ერთეულს.

11.2. Lumex არ არის პასუხისმგებელი მესამე მხარის:

11.3. აპლიკაციაში განხორციელებული გადახდები სრულდება Apple App Store-ის, Google Play-სა და/ან ბანკების/გადახდის გეითვეების მეშვეობით. მათ მიმართ მოქმედებს მათი საკუთარი წესები და პირობები. Lumex არ აკონტროლებს:

11.4. Apple, Google და სხვა პლატფორმები არ არიან ხელშეკრულების მხარე მომხმარებელსა და Lumex-ს შორის და არ ატარებენ პასუხისმგებლობას აპის შინაარსზე, ფუნქციონალზე ან სერვისის ხარისხზე.


TAB 12 -- ფორს-მაჟორი და სერვისის ხელმისაწვდომობა

12.1. Lumex არ აგებს პასუხს ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ან დაგვიანებაზე, თუ ეს გამოწვეულია ფორს-მაჟორული გარემოებებით, მათ შორის:

12.2. Lumex უფლებამოსილია დროებით შეზღუდოს ან შეაჩეროს სერვისი, მათ შორის:

12.3. დროებითი შეზღუდვები და შეწყვეტები, რომლებიც განპირობებულია 12.1--12.2 პუნქტებით, არ განიხილება ხელშეკრულების დარღვევად და არ წარმოშობს Lumex-ის პასუხისმგებლობას მომხმარებლის წინაშე any კომპენსაციის გადახდის სახით.


TAB 13 -- ინტელექტუალური საკუთრება

13.1. Lumex აპლიკაცია, წყარო-კოდი, დიზაინი, ლოგოები, ბრენდი „Lumex", ტექსტები, გრაფიკა, მონაცემთა ბაზები და სხვა დაკავშირებული მასალა წარმოადგენს Lumex-ის ან მისი ლიცენზიორების ინტელექტუალურ საკუთრებას.

13.2. მომხმარებელს ეკძალება, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ: a) აპის ან მისი ნებისმიერი ნაწილის კოპირება, მოდიფიცირება; b) Lumex-ის გამოყენება კონკურენტული პროდუქტის შესაქმნელად; c) ბრენდის, ლოგოს ან სახელწოდების გამოყენება წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე; d) ინტელექტუალური საკუთრების ნებისმიერი უფლებამოსილების დარღვევა.

13.4. ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევაში Lumex უფლებამოსილია:


TAB 14 -- აკრძალული ქმედებები

14.1. მომხმარებელი ვალდებულია არ გამოიყენოს აპლიკაცია და სერვისები: a) ნებისმიერი არაკანონიერი მიზნისთვის; b) ყალბი, სიმულაციური, საცდელი ან უსაფუძვლო SOS სიგნალების გასაგზავნად, გარდა Lumex-თან წინასწარ შეთანხმებული ტესტირების რეჟიმისა; c) მესამე პირის მონაცემების (სახელი, ნომერი, პირადი ნომერი და ა.შ.) თანხმობის გარეშე გამოყენებით; d) სისტემაში არასანქცირებული წვდომის მისაღებად, უსაფრთხოების სისტემების შემოვლის, სკანირების ან ტესტირების მიზნით Lumex-ის წინასწარი ნებართვის გარეშე; e) მავნე კოდის, სპამის, თაღლითობის ან სხვა მავნე აქტივობის განსახორციელებლად.

14.2. ზემოაღნიშნული პირობების დარღვევისას Lumex უფლებამოსილია:


TAB 15 -- ანგარიშის შეჩერება და შეწყვეტა Lumex-ის მიერ

15.1. მომხმარებელს შეუძლია შეწყვიტოს სერვისის გამოყენება და წაშალოს საკუთარი ანგარიში, როგორც ეს აღწერილია ანგარიშის მართვის და თანხის დაბრუნების პოლიტიკის თავებში.

15.2. Lumex უფლებამოსილია შეაჩეროს ან სრულად შეწყვიტოს მომხმარებლის ანგარიშზე წვდომა, სრულად ან ნაწილობრივ თუ:

a) იკვეთება წინამდებარე წესებისა და პირობების არსებითი დარღვევა; b) არსებობს საფუძვლიანი ეჭვი თაღლითობასა, ბოროტად გამოყენებასა ან უკანონო ქმედებაზე; c) ეს აუცილებელია უსაფრთხოების მიზნებისთვის (მაგ., წვდომის მოპარვის ან არავტორიზებული გამოყენების ეჭვი);

d) არსებობს მოქმედი კანონმდებლობის, სასამართლოს გადაწყვეტილების ან უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნა.

15.3. ანგარიშის შეჩერება ან შეწყვეტა არ გულისხმობს წინასწარ გადახდილი საფასურის ავტომატურ დაბრუნებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პირდაპირაა გათვალისწინებული Refund Policy-ში ან კანონით.

15.4. ანგარიშის შეწყვეტისას Lumex ახორციელებს მონაცემების დამუშავებას და წაშლას კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიხედვით.


TAB 16 -- დოკუმენტების იერარქია

16.1. Lumex-ის სერვისების გამოყენებას არეგულირებს შემდეგი დოკუმენტები ერთად აღებული: a) წინამდებარე წესები და პირობები („Terms & Conditions"); b) კონფიდენციალურობის პოლიტიკა („Privacy Policy"); c) თანხის დაბრუნების პოლიტიკა („Refund Policy"); d) სხვა სპეციალური პოლიტიკები ან დანართები, თუ ასეთი წარმოდგენილია აპში ან ვებგვერდზე.

16.2. დებულებების შორის შესაძლო წინააღმდეგობის შემთხვევაში: a) პერსონალურ მონაცემებზე, კონფიდენციალურობაზე და მონაცემთა დამუშავებაზე უპირატესობას იძენს კონფიდენციალურობის პოლიტიკა; b) ბილინგზე, გადახდებზე და ანაზღაურებაზე -- თანხის დაბრუნების პოლიტიკა (Refund Policy); c) დანარჩენ საკითხებზე -- წინამდებარე წესები და პირობები.

16.3. კონკრეტულ ფუნქციონალზე მოქმედი სპეციალური პირობები (მაგ., დამატებითი შეთანხმება უწყებრივ/საწარმოო მომხმარებელთან) პრიორიტეტს იღებს ზოგად პირობებზე, რამდენადაც ისინი პირდაპირ ეწინააღმდეგება ერთმანეთს.


TAB 17 -- ენის ვერსიები

17.1. წინამდებარე დოკუმენტი და მასთან დაკავშირებული პოლიტიკები შესაძლოა ხელმისაწვდომი იყოს ერთზე მეტ ენაზე (ქართულად, ინგლისურად და სხვ.).

17.2. ენის ვერსიებს შორის განსხვავებების ან წინააღმდეგობების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ქართულ ენაზე შედგენილ ვერსიას, როგორც ადგილობრივი იურისდიქციის ოფიციალურ ენას, თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული ან ცალკე ხელშეკრულებით არ არის შეთანხმებული.


TAB 18 -- მოქმედი სამართალი და დავების გადაწყვეტა

18.1. წინამდებარე წესები და პირობები, მათ შორის მათი აღსრულება, ინტერპრეტაცია და მოქმედება, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

18.2. Lumex-სა და მომხმარებელს შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა, რომელსაც ვერ გადაწყვეტენ მოლაპარაკების გზით გონივრულ ვადაში, განიხილება საქართველოს სასამართლოებში, თუ მხარეები არ შეთანხმდებიან ალტერნატიულ დავების გადაწყვეტის მექანიზმზე (მაგ., მედიაცია ან არბიტრაჟი).

18.3. მომხმარებელი და Lumex შეთანხმდებიან, რომ სასამართლოს იურისდიქციის არჩევა ეფუძნება Lumex-ის რეგისტრაციის ადგილსა და მოქმედ კანონმდებლობას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სავალდებულო ნორმებით სხვა რამ არის დადგენილი.

Lumex - Your Trusted Partner