დაფიქრდი, ყოველთვის შეგიძლია იყო შენთვის ძვირფასი ადამიანების გვერდით?
- როცა შენი შვილი მარტო მიდის სკოლაში
- როცა მოზარდი გვიან ბრუნდება სახლში
- როცა მოხუცი მშობელი მარტო რჩება
- როცა ადამიანები უკვალოდ იკარგებიან
რამდენი გაქვს დრო რეაგირებისთვის?
შენ ყოველთვის ვერ იქნები იქ, სადაც საფრთხე მოულოდნელად ჩნდება
სწორედ ასეთ დროს არის საჭირო LUMEX - პერსონალური უსაფრთხოების სისტემა, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას კრიტიკულ მომენტში ერთი მოქმედებით მიიღო რეალური ფიზიკური დახმარება.
იყავი დაცული და დაიწყე მშვიდი ცხოვრება
უსაფრთხოება არ უნდა იწყებოდეს მაშინ, როცა უკვე გვიანია
დღეს შეგიძლია რამდენიმე წამში გამოიძახო ტაქსი, შეუკვეთო საკვები ან გადარიცხო თანხა, მაგრამ როდესაც შენ, ან შენი ახლობელი საფრთხეში აღმოჩნდება, დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია.
LUMEX სწორედ ამისთვის შეიქმნა
ჩვენ ვაერთიანებთ ტექნოლოგიას, ადამიანებსა და პროფესიონალურ რეაგირების სისტემას, რათა დახმარება რეალურად მოვიდეს.
რა არის LUMEX?
LUMEX არ არის მხოლოდ აპლიკაცია
ეს არ არის მხოლოდ SOS ღილაკი, რომელიც საფრთხეზე გატყობინებს
ეს არ არის მხოლოდ ლოკაციის გაზიარება
LUMEX არის პერსონალური უსაფრთხოების ქსელი, სისტემა, რომელიც აერთიანებს:
- შენთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებს
- შენს ოჯახს
- პროფესიონალ ოპერატორებს
- რეაგირების ჯგუფებს
- გადაუდებელი დახმარების სამსახურებს
ერთი მიზნისთვის - მიიღო დახმარება ყველაზე საჭირო დროს
როგორ მუშაობს SOS ფუნქცია
- 1როდესაც საფრთხეს გრძნობ, ხსნი აპლიკაციას და აჭერ SOS ღილაკს
- 2LUMEX-ის სისტემა მყისიერად იღებს ინფორმაციას
- 3ინფორმაცია გადაეცემა ოპერატორს
- 4ოპერატორი გამოძახების წერტილში გზავნის გადაუდებელი დახმარების შესაბამის ჯგუფებს
- 5პარალელურად ხდება შენი წრის, სანდო პირების ინფორმირება
- 6საჭიროების შემთხვევაში საქმეში ჩაერთვება შესაბამისი სახელმწიფო სამსახური
შენ იღებ რეალურ ფიზიკურ დახმარებას
ყველაფერი, რაც შენი უსაფრთხოებისთვის არის საჭირო
SOS
ერთი მოქმედება და მყისიერი რეაგირება
Live Location
შენი მდებარეობის გაზიარება რეალურ დროში
Family Circle
ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად ზრუნავენ შენზე
Safe Zones
შეტყობინებების სერვისი უსაფრთხო ლოკაციებიდან
Check-In
აცნობე ახლობლებს, რომ ყველაფერი კარგადაა
Emergency Profile
მნიშვნელოვანი ინფორმაცია გადაუდებელი სიტუაციებისთვის
Battery Monitoring
თვალს ადევნებ, რამდენ პროცენტზეა დამუხტული შენი წრის წევრების მობილურები (თვალს ადევნებ, ხომ არ ითიშება შენი წრის წევრის მობილური)
LUMEX - შექმნილია ყოველდღიური ცხოვრების გასამარტივებლად:
მშობლებისთვის
იმიტომ, რომ ბავშვის გვერდით ყოველთვის ვერ იქნები
მოზარდებისთვის
იმიტომ, რომ გახდნენ დამოუკიდებლები შიშის და სტრესის გარეშე
ქალებისთვის
იმიტომ, რომ უსაფრთხოების განცდა თავისუფლებას ქმნის
ხანდაზმულებისთვის
იმიტომ, რომ დახმარების მიღება მარტივი უნდა იყოს
ოჯახებისთვის
იმიტომ, რომ ერთმანეთზე ზრუნვა ყოველდღიური პასუხისმგებლობაა
მოგზაურებისთვის
იმიტომ, რომ უცნობ გარემოში სიმშვიდე ყველაზე მნიშვნელოვანია
ტურისტებისთვის
იმიტომ, რომ უსაფრთხოების ხარისხი ნიშნავს მშვიდ გარემოს
ემიგრანტებისთვის
იმიტომ, რომ მანძილი აღარ იყოს მყისიერი რეაგირების დაბრკოლების მიზეზი
რატომ LUMEX?
სხვა სისტემები აგზავნიან შეტყობინებას
LUMEX აორგანიზებს და აგზავნის რეალურ დახმარებას
სხვა აპლიკაციები აჩვენებენ ლოკაციას
LUMEX მართავს რეაგირების სრულ პროცესს
სხვა მსგავსი პროდუქტები ქმნიან შიშს
LUMEX ქმნის სიმშვიდეს
ჩვენი დაპირება
ჩვენ ვერ შევაჩერებთ ყველა საფრთხეს,
მაგრამ შეგვიძლია შევამციროთ დრო საფრთხესა და დახმარებას შორის.
და ზოგჯერ სწორედ ეს წყვეტს ყველაფერს.
LUMEX არის მეტი, ვიდრე აპლიკაცია
ეს არის:
რეალური სიტუაციები - მომხმარებლის გამოცდილება
როცა ჩემი შვილი სკოლიდან მარტო ბრუნდება, აღარ ვფიქრობ, სად არის და რამდენ ხანში მივა სახლში. LUMEX-ით მის გადაადგილებას ვხედავ და ვიცი, რომ უსაფრთხოდ მიდის.
ჩემი შვილი საზღვარგარეთ სწავლობს, დატვირთული გრაფიკის გამო ხშირად ვერ ვურეკავ, LUMEX-ის დახმარებით მისი ლოკაციის შესახებ შეტყობინებებს ავტომატურად ვიღებ და მასთან მუდმივი ზარი აღარ მჭირდება.
დედაჩემი მარტო ცხოვრობს, მაგრამ LUMEX-ის წყალობით უფრო მშვიდად ვარ, ვიცი რომ საჭიროების შემთხვევაში დახმარება რამდენიმე წუთში მივა.
ჩემი შვილი უკვე იმ ასაკშია, როცა დამოუკიდებლად გადაადგილდება. LUMEX მაძლევს თავისუფლებას, ზედმეტად არ დავურეკო, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ვიცოდე, სად არის.
სამსახურის გამო ხშირად მიწევს სხვა ქალაქში ყოფნა და ოჯახის წევრებთან მუდმივად ვერ ვარ. LUMEX-ით ვიცი, რომ საჭიროების შემთხვევაში მათ გვერდით დახმარება სწრაფად იქნება.
ადამიანების უსაფრთხოება არ უნდა იწყებოდეს ძებნით, ის უნდა იწყებოდეს დაცვით
დაიწყე მშვიდი ცხოვრება
შექმენი შენი უსაფრთხოების ქსელი დღესვე