
აპლიკაციის შესახებ
მომხმარებლების ისტორია
ბლოგი
FAQs
ვერსია: [●]
ძალაში შესვლის თარიღი: [●]
ბოლო განახლება: [●]
წინამდებარე Refund Policy განსაზღვრავს Lumex-ის აპლიკაციის ფარგლებში განხორციელებული გადახდების, თანხის დაბრუნების მოთხოვნების, განხილვის პროცედურებისა და პირობების წესს.
წინამდებარე პოლიტიკა წარმოადგენს Lumex Terms and Conditions-ის განუყოფელ ნაწილს.
2.1. მომხმარებლის მიერ განხორციელებული გადახდები, როგორც წესი, არ ექვემდებარება დაბრუნებას, გარდა წინამდებარე პოლიტიკით ან მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2.2. თანხის დაბრუნების თითოეული მოთხოვნა განიხილება ინდივიდუალურად.
2.3. Lumex უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია თანხის დაბრუნების მოთხოვნის განხილვის მიზნით.
3.1. გამოწერის საფასური წარმოადგენს წინასწარ გადახდილ მომსახურების საფასურს.
3.2. თუ მომხმარებელმა დაიწყო გამოწერის გამოყენება, გადახდილი თანხა, როგორც წესი, არ ბრუნდება.
3.3. გამოწერის გაუქმება არ იწვევს უკვე გადახდილი პერიოდის თანხის ავტომატურ დაბრუნებას.
3.4. გამოწერის გაუქმების შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს მომსახურებით უკვე გადახდილი პერიოდის დასრულებამდე, თუ აპლიკაციაში სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
4.1. SOS მომსახურებაზე გადახდილი თანხა, როგორც წესი, არ ექვემდებარება დაბრუნებას მას შემდეგ, რაც:
4.2. თანხის დაბრუნების მოთხოვნა შესაძლოა დაკმაყოფილდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპანია დაადგენს, რომ მომსახურება არ დაწყებულა ტექნიკური ხარვეზის ან კომპანიის მიზეზით.
4.3. SOS ფუნქციის შემთხვევითი გააქტიურება ავტომატურად არ წარმოშობს თანხის დაბრუნების ვალდებულებას.
5.1. მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს თანხის დაბრუნება, თუ:
5.2. კომპანია უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებით:
6.1. თანხა არ ბრუნდება, თუ:
6.2. კომპანია უფლებამოსილია უარი თქვას მოთხოვნაზე, თუ არსებობს თაღლითობის, ბოროტად გამოყენების ან არაკეთილსინდისიერი ქმედების ნიშნები.
7.1. თუ გადახდა განხორციელებულია Apple App Store-ის ან Google Play Store-ის მეშვეობით, თანხის დაბრუნება შესაძლოა რეგულირდებოდეს შესაბამისი პლატფორმის წესებით.
7.2. ასეთ შემთხვევებში მომხმარებელი ვალდებულია პირველ რიგში მიმართოს შესაბამის პლატფორმს. Lumex ითანამშრომლებს პლატფორმებთან მოთხოვნის განხილვის მიზნით.
8.1. გადახდის წარუმატებლობის შემთხვევაში კომპანია მომხმარებელს შეატყობინებს და მიანიჭებს საშეღავათო პერიოდს ვალდებულების შესასრულებლად.
8.2. საშეღავათო პერიოდის ამოწურვის შემდეგ სერვისი შეჩერდება ვალდებულების შესრულებამდე.
8.3. გადახდის შემდგომი აღდგენა არ ემსახურება წინა წარუმატებელი პერიოდის კომპენსაციას ან დაბრუნებას.
9.1. თანხის დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება წარდგენილ იქნეს:
9.2. მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს:
9.3. Lumex განიხილავს მოთხოვნას კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.
10.1. კომპანია ვალდებულია განიხილოს მოთხოვნა გონივრულ ვადაში.
10.2. თანხის დაბრუნება, ასეთის დამტკიცების შემთხვევაში, განხორციელდება გადახდის პირვანდელი საშუალებით ან კომპანიისა და მომხმარებლის შეთანხმებული სხვა ფორმით.
10.3. კომპანია მომხმარებელს შეატყობინებს მოთხოვნის განხილვის შედეგის შესახებ.
11.1. Lumex იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე პოლიტიკაში.
11.2. განახლებული ვერსია ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე ან მასში მითითებული თარიღიდან.
11.3. კომპანია შეატყობინებს მომხმარებლებს ცვლილებების შესახებ აპლიკაციის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა კომუნიკაციის არხების მეშვეობით.
11.4. ცვლილებების შემდეგ სერვისის გამოყენების გაგრძელება ნიშნავს განახლებული პოლიტიკის მიღებას.
წინამდებარე პოლიტიკასთან დაკავშირებული კითხვებისა და მოთხოვნებისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
სახელი: [●]
მისამართი: [●]
ელ.ფოსტა: [●]
ტელეფონი: [●]
ვებგვერდი: [●]